14:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:01:38, 1830 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავეს

სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პოლიციამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, დაკავებულები წარმოშობით აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის ზოგიერთი მანამდე სირიაში ექტრემისტების რიგებში იბრძოდა.

მედიის ცნობით, პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სტამბოლის რაიონ ფათიჰში 23 სახლი გაჩხრიკა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანების მიზნით ათასობით უცხოელი სირიაში საბრძოლველად გაემგზავრა.  მათი მარშრუტი ხშირ შემთხვავში თირქეთით გადიოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics