13:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 09:30:57, 474 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება

"ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა  იზრდება, რაც კარგი ნიშანია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ  მთლიანად რეგიონში   რთული ვითარებაა, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების ზრდის ტენდენციაა.

„მინდა ვისაუბრო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ეს ეხება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, მიმაჩნია, რომ ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რაც ყველას შეეხო და მათ შორის საქართველოს. ამ ფონზე აღსანიშნავი არის, რომ ინვესტიციების ზრდის ტენდენციაა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა, ჩვენი მთავრობის მიმართ იზრდება,  რაც კარგი ნიშანია. გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 272 მილიონი დოლარი, რაც 39%-ით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს. ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტში და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და შეადგინა 343 მიულიონი აშშ დოლარი. მეორე ადგილზე არის მშენებლობა 295 მილიონი დოლარით. შარშან მართლაც მშენებლობის ბუმი იყო საქართველოში, გასული 5 წლის განმავლობაში ეს მნიშვნელოვანი ზრდა იყო. მრეწველობაში 174 მილიონი ინვესტიციე განხორციელდა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრები სულ 23 საკითხს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics