08:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 13:35:01, 1850 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 293-მდე გაიზარდა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 293-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, მეხანძრე მაშველებმა ამატრიჩეში, სასტუმრო „რომის“ ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულთა დასახმარებლად იტალიის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო. რენცი მოსახლეობას პირდება, რომ უახლოეს დროში დამატებითი თანხა გამოიყოფა.

იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად მუზეუმების ბილეთების გაყიდვიდან შესულ მთელ თანხას გადარიცხავს. კულტურის მინისტრი მოუწოდებს იტალიელებს, მივიდნენ მუზეუმებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, რომ 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამით ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics