|
2016-08-30 13:32:10, 696 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელში გადამზადდებიან
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექვსი წამყვანი ექიმი ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის გასავლელად გაემგზავრება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი მედიკოსები: ანესტეზიოლოგ - რეანიმატოლოგი - ზეინაბ ფაღავა, ზოგადი ქირურგი - ემზარ დიასამიძე, ტრავმატოლოგი - ლევან გვასალია, უროლოგი - როსტომ ხალვაში, ენდოსკოპისტი - არჩილ ძნელაძე და ნევროლოგი - ლაშა ხელაძე სამედიცინო კვლევით ცენტრ „კომეტს“ 15 სექტემბერს ეწვევიან და სასწავლო ტრენინგ-კურსს ორი კვირის განმავლობაში გაივლიან. მედიკოსებს დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიკო ბაკურიძე და ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი მეცენატი დავით ბელნანი შეხვდნენ. ექიმთა გადამზადების ხარჯებს სრულად დავით ბელნანი დაფარავს. მედიკოსთა შერჩევა ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციისა და სამედიცინო კვლევითი ცენტრის „კომეტი“ მიერ განხორციელდა. მედიკოსთა გადამზადების ინიციატივა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ეკუთვნის. საკითხის ორგანიზებაში ჩაურთული მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიკო ბაკურიძე. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმების გადამზადება კლინიკის ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, საავადმყოფო გათვლილია 170 საწოლზე, დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. საავადმყოფოს ექნება საუნივერსიტეტო კლინიკის დანიშნულება, სადაც სტუდენტები შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლას. კლინიკის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. აჭარის მთავრობის აპარატის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონის სამედიცინო პერსონალის გადამზადება პერიოდულად ხორციელდება. 2016 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთში კვალიფიკაცია ონკოლოგიური საავადმყოფოს სამმა ექიმაა გაიარა და ორი ამჟამად გადის. 2011-2015 წწ პოლონეთში, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა ცხრა ექიმმა და ერთმა მედდამ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)