05:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:33:55, 1668 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: ორწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს დონბასში 2504 სამხედრო დაიღუპა

დონბასში 2014 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა 300 ათასამდე უკრანელმა მიიღო, 2500-ზე მეტი ჯარისკაცი კი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, მტერმა ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება ვერ შეძლო. 

“ორწლიანი ომის გადახედვისას შესაძლებელია მტკიცედ ვთქვათ, რომ მტერმა ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება, ვერ დააჩოქა უკრაინა. ამისთვის ჩვენი 2504 მეომარი დაიღუპა”, - განაცხადა პეტრო პოროსენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2016 წელს შეიარაღებულ ძალებში საკონტარქტო სამსახურში 46 ათასი მოქალაქე ჩაერთო, წლის ბოლომდე ხელისუფლება კიდევ 20 ათას სამხედროს ელის. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდნეობის სამი-მეოთხედი კონტრაქტორია. ამას გარდა, შეიქმნა სამხედრო რეზერვი, რომელშიც 80 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა.

ცნობისთვის, 2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს სულ 9500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics