23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 13:08:45, 1070 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ალასანია: ჩვენი ჯარი მოუმზადებელი არ უნდა იყოს, ასეთი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ

 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, პარტიის წევრებთან ერთად,  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მან ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"ყველა, მთელი საქართველო მივაგებთ პატივს იმ გმირებს, ვინც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყანა და 2008 წელს ვინც გმირულად გაწირა თავი თავისი ქვეყნისთვის.  რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მოვუაროთ, მოვეფეროთ, შევინახოთ და პატივი ვცეთ  მათ ოჯახებს. ეს არის სახელწმიფოს ვალი, თითოეული ჩვენთაგანის ვალი. მეორე,  რომ ჩვენ თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვილობა შევუძინოთ  ჩვენს ჯარს, რომ საჰაერო სივრცე იყოს დაცული და გვქონდეს  თანამედროვე ტექნიკა იმისათვის, რომ თუკი ჩვენს ქვეყანას კიდე ვინმე თავს დაესხმება, ჩენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.გვახსოვს 2008 წელს, რა აკლდა ჩვენს ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ შეიარაღება, გმირულად გაწიეს წინააღმდეგობა.ამიტომ, მომავალში ასეთი შცდომა არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ჯარი იყოს მოუმზადებელი, არ ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკა.  დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ, არა ომით, მშვიდობით, მაგრამ მშვიდობა თუ გვინდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics