23:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 14:32:41, 1430 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერდოღანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხელი უკვე მოაწერა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით 1 600 საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, აქედან 936 კერძო სკოლაა.

ერდოღანის გადაწყვეტილებით, საქმიანობას შეწყვეტენ ასევე 1 229 საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი, 35 სამედიცინო დაწესებულება, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია, ასევე 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელი.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უფლებას აძლევს პრეზიდენტსა და მთავრობას, ახალი კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღოს.

ერდოღანი ასევე, სიკვდილით დასჯის კანონის შემორებაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რასაც 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics