20:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 14:46:25, 1710 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ 103 გენერალი და ადმირალი დააკავა

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 103 გენერალი და ადმირალი დააკავა.

ამის შესახებ TRT იუწყება.

დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად განხორციელდა. დაკავებულთა შორის გენერალური შტაბის ოფიცრები, არმიების, საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლები და პრეზიდენტ ერდოღანის სამხედრო მრჩეველიც კია.

სულ ქვეყნის მასშტაბით სამხედრო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით დაკავებულია 8 ათასამდე პირი. დაკავებულთა უმრავლესობა სამხედროები არიან, თუმცა დაკავებულთა შორის 300–მდე მოსამართლე და პროკურორია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics