23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 18:47:57, 683 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმის ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის საკონკურსო-საპროექტო წინადადებების წარდგენა დასრულდა

ბათუმის ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის საკონკურსო-საპროექტო წინადადებების წარდგენა დასრულდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტადიონის მშენებლობაზე სურვილს 12 კომპანია აცხადებს.

საპროექტო  წინადადებების  პაკეტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს გაიხსნა. შეხვედრას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის და კონკურში მონაწილე კომპანიების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

წარმოდგენილ კომპანიებს შორის 6 ქართული, ხოლო დანარჩენი უცხოური კომპანიებია. მათ შორის ესპანეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, თურქეთის, უკრაინისა და იტალის.

პროექტები გამოიფინება საჯარო განხილვისათვის, რის შემდეგაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია იმსჯელებს პროექტის შეფასებაზე.

სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 000 ლარია. უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ცნობისთვის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics