13:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:14:17, 1498 ნახვა

მსოფლიო
ოლანდი ბრიტანეთის პრემიერს მოუწოდებს, "ბრექსითის" მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდებს, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს, - ამის შესახებ BBC ელისეის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საფრანგეთის მთავარსარდალსა და ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამასთან, ტერეზა მეის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ბრიუსელთან მოლაპარაკებების დაწყებამდე დამატებითი დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 13 ივლისს დაიკავა. მან ახალ მთავრობაში რამდენიმე მინისტრი უკვე დანიშნა.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონის ყოფილი მერი, “ბრექსითის” აქტიური მხარდამჭერი ბორის ჯონსონი გახდა.

ვეტერანმა ევროსკეპტიკოსმა დევიდ დევისმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებზე მომუშავე მინისტრის თანამდებობა დაიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics