15:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 13:49:03, 1163 ნახვა

მსოფლიო
Reuters: "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი დაჭრილია

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი საჰაერო დარტყმის შედეგად დაჭრეს, - ამის შესახებ არაბული მედია იუწყება.

მედიის იფნრომაციით, ინციდენტი ერაყისა და სირიის საზღავრზე მოხდა.

ამასთან, Reuters -ის ინფორმაციით, ამერიკული ჯარის კოალიციაში ჯერ-ჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.

ამერიკელი პოლკოვნიკის, კრის გარვერის განცხადებით, მათ აქვთ ალ-ბაღდადის დაჭრის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, ამ ეტაპზე მათ აღნიშნულის დადასტურება ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ.

ცნობისთვის, ალ-ბაღდადის დაჭრასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ხშირად ვრცელდება. 2015 წლის მარტში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღდადი ერაყისა და სირიის საზღვარზე დაჭრეს, რის შემდეგადაც ის ე.წ ისლამური სახელმწიფოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლივიის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი 2014 წლის ივნისიდან არის. ამ დროის განმავლობაში "ისლამურმა სახელმწიფომ" ბევრი ტერიტორია დაიპყრო, ხოლო დაჯგუფების მასშტაბი გაიზარდა და 200 ათასამდე გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics