23:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:39:17, 745 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გარე ფაქტორებმა გამოიწვია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გარე ფაქტორებმა გამოიწვია.

„როდესაც ბიუჯეტი დავამტკიცეთ აბსოლუტურად სხვა გარე ფაქტორი არსებობდა. ქვეყანაში დღეისათვის სიტუაცია შეიცვალა, არამხოლოდ ლარის კურსის ცვალებადობა, არამედ სავაჭრო პარტნიორების გაცვლითი კურსის ცვალებადობა სერიოზული ფაქტორია ეკონომიკის განვითარებაში“,-აღნიშნა ხადურმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილების ფონზე, 2015 წლის ბიუჯეტის გადახედვა იგეგმება. 

„ბიუჯეტის გადახედვა მნიშვნელოვანია თუმცა, ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინსვეტიციო პროექტები, არ მოხდება სოციალური ხარჯების შემცირება, იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები“,-განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება, ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ხადურის თქმით,  მათ ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა მოკლე,საშუალო და გრძლევადიანი ხედვები მიაწოდეს, რაც ითვალისწინებს პრივატიზაციის დაჩქარებას, საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას და ა.შ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics