14:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 18:00:22, 3744 ნახვა

კულტურა
11 მაისს თბილისში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება

11 მაისს, 11:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა„ ოფიციალურად გაიხსნება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

სიმპოზიუმის მიზანია ქართველი და უცხოელი ხელოვანებისა და მოქანდაკეების ერთ სივრცეში ინტეგრირება, თანამედროვე ქანდაკების აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების დანერგვა. სიმპოზიუმი ჩატარდება საერთაშაორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. გაიმართება „ვორქშოპები" და პრეზენტაციების წარდგენა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასახვა ქვეყნიდან: იტალია, ფინეთი, საფრანგეთი,  ინგლისი, ირლანდია,  საბერძნეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი..  

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების  სფეროში მოღვაწეთათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics