03:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 14:24:38, 490 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: დროა, ნატო-მ უკრაინას თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭიროს

„ნამდვილად არის დრო, რომ ნატო-მ თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭიროს უკრაინას“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაქრაძემ ასევე, უკრაინაში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დაგეგმილი ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში  სახელმწიფოს მეთაურის დონეზე იქნება წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში საქართველო წარმოდგენილია სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი, რომლითაც ჩვენ წარვსდგებით. რაც შეეხება თავად თარიღს, ერთი წელი გავიდა, რაც უკრაინელი ხალხი თავის სისხლს ღვრის, დემოკრატიისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისთვის, შესაბამისად ნამდვილად არის დრო, რომ ნატო-მ თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭიროს უკრაინას. უკრაინის ბრძოლა მხოლოდ ერთი ქვეყნის ბრძოლა არ არის. ეს ბრძოლა ღირებულებების ბრძოლაა. რუსეთმა მსგავსი ქმედებები არამხოლოდ უკრაინაში, მოლდოვაშიც და საქართველოშიც გააკეთა“, - აღნიშნა ბაქრაძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics