03:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 17:27:29, 460 ნახვა

პოლიტიკა
ზუკა გუმბერიძე ფორმულაში თავის წილს მიშა მშვილდაძეს გადასცემს

ფორმულას ყოფილი გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ თავის წილს ტელეკომპანიის ამჟამინდელ დირექტორს - მიშა მშვილდაძეს გადასცემს.

ზუკა გუმბარიძის განცხადება:

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „ფორმულაში“ ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს მიშა მშვილდაძეს, რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე.

6 წლის განმავლობაში მთელი ჩემი დრო, ენერგია და რესურსი დავუთმე „ფორმულას“ მშენებლობას. იდეა, რომელიც თავიდან ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, დღეს უკვე იქცა რეიტინგულ, სანდო და მაყურებლისთვის საყვარელ არხად.

მინდა მადლობა გადავუხადო ფორმულა კრეატივის თანადამფუძნებლებს გიორგი ლიფონავას და ირაკლი საღინაძეს, რადგან სწორედ „ფორმულა კრეატივი“ წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც შემდგომ მთლიანად არხი აშენდა.

ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის არხის დამფუძნებელსა და ინვესტორს დავით კეზერაშვილს. სწორედ მასთან პარტნიორობამ გახადა შესაძლებელი ამ არხის დაფუძნება, არსებობა და განვითარება.

და ბოლოს, მინდა გულით ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება. „ფორმულა“ არ არის მხოლოდ ტელევიზია — ეს არის იდეა და ფასეულობები.

ეს არის თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, პროდასავლური ხედვა და ის ერთობა, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა შექმნეს.

„ფორმულა“ ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ პერიოდად ჩემ ცხოვრებაში", - აცხადებს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics