22:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-05 19:01:22, 389 ნახვა

პოლიტიკა
ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდის ბრალდებით ორი ნავთობტანკერი დააკავა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის წყლებში "საწვავის კონტრაბანდის" გამო ორი ნავთობტანკერი დააკავა. ინფორმაციას ირანული სამთავრობო მედია Tasnim ავრცელებს. 

ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი დროშის ქვეშ ცურავდნენ ტანკერები და რა ეროვნების არიან ეკიპაჟის წევრები, თუმცა, ირანული მედიის ცნობით ისინი უცხოელები არიან.

ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა სპარსეთის ყურის წყლებში ორი ნავთობტანკერი დააკავეს უცხოელი ეკიპაჟებით, რომლებიც „საწვავის კონტრაბანდისთვის“ იყვნენ მიმაგრებულნი, იტყობინება Tasnim-ი.

მანამდე, 3 თებერვალს ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Vanguard Tech-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში ირანული საარტილერიო ნავები მიუახლოვდნენ და დაემუქრნენ.

მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა არაბეთის ზღვაში ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს უახლოვდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics