22:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-05 14:12:05, 622 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, იუწყება Reuters-ი.

ტრამპის თქმით, აშშ მზად არის დამატებითი ნაბიჯებისთვის, რათა ქვეყანა „გამოსწორდეს“. ამავე კონტექსტში მან არ გამორიცხა ლათინურ ამერიკაში სხვა სამხედრო ოპერაციებიც და აღნიშნა, რომ კოლუმბიასა და მექსიკასაც შეიძლება შეეხოს აშშ-ის სამხედრო მოქმედება, თუ ისინი ნარკოტიკების უკანონო ნაკადს არ შეამცირებენ.

„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ვენესუელის მოკავშირე კუბა „ისე ჩანს, რომ თავადვე დანგრევის ზღვარზეა“ და აშშ-ის სამხედრო ჩარევა იქ საჭირო არ გახდება.

ნიკოლას მადურო ამჟამად ნიუ-იორკის დაკავების იზოლატორში იმყოფება და ორშაბათს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასამართლოს წინაშე წარდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics