22:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-02 21:11:15, 877 ნახვა

პოლიტიკა
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს, თეირანში მაღაზიების მეპატრონეების გაფიცვის შემდეგ დაიწყო, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები მოჰყვა.

მაღაზიის მეპატრონეები აპროტესტებდნენ ირანული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაცემას.

ირანულმა მედიამ, Fars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლორდეგანში მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ლორესტანის პროვინციაში კი სამი ადამიანი მოკვდა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა, Hengaw-მა განაცხადა, რომ ისპაჰანის პროვინციაში ერთი მომიტინგე დაიღუპა.

დემონსტრანტები ითხოვდნენ ქვეყნის უზენაესი ლიდერის მმართველობის დასრულებას.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები.

ირანში საპროტესტო აქცია, უკვე მეხუთე დღეა, გრძელდება. როგორც „ბიბისი“ წერს, 2022 წლის შემდეგ ეს ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics