|
2025-11-12 20:25:26, 906 ნახვა
პოლიტიკა
ქარტია: განმარტეთ, გეგმავთ თუ არა, მედიას სასამართლოში ტელეფონის გამოყენება აუკრძალოთ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, სასამართლოებში მობილური ტელეფონების აკრძალვით იქ ჟურნალისტთა სამუშაო პირობები არ დაამძიმოს. როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მედიიდან გახდა ცნობილი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 19 სასამართლოსთვის, რომელთა შორის არის თბილისის საქალაქო სასამართლო და თბილისის სააპელაციო სასამართლო, სხვადასხვა სახის ავეჯი შეისყიდა. ამ შესყიდვის ნაწილია კარადები მობილური ტელეფონების შესანახი ასობით დანომრილი და საკეტიანი სათავსოთი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით, სასამართლოს მანდატურს აქვს უფლება, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩანაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა. დადგენილება აკონკრეტებს, რომ ამგვარ საშუალებებში მოიაზრება მობილური ტელეფონიც. ინფორმაციამ მობილური ტელეფონების შესანახი კარადების შესყიდვის შესახებ ჟურნალისტურ თემში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია - გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ კარადების დამონტაჟების შემდგომ ჟურნალისტებს სასამართლოში მუშაობა და პროცესების გაშუქება კიდევ უფრო გაუჭირდებათ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 28 ივნისიდან სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო და ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალულია. თუმცა ჟურნალისტებს დღემდე აქვთ საშუალება, სასამართლოს შენობაში შეიტანონ მობილური ტელეფონები და ლეპტოპები და სასამართლო სხდომები ფოტო და ვიდეოგამოსახულების და ხმის გარეშე, ლაივ რეჟიმში, ტექსტური სახით გააშუქონ. ჟურნალისტები დიდ ძალისხმევას იღებენ იმისთვის, რომ აუდიტორიამ მათ რეპორტაჟებში ფოტო და ვიდეო გამოსახულებისა და ხმის დანაკლისი ნაკლებად იგრძნოს. ამის გაკეთებას ჟურნალისტები სიზუსტის ასე ზედმიწევნით დაცვითა და ისეთი მაღალი ოპერატიულობით ვეღარ შეძლებენ, თუკი მათ სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ კალმისა და ფურცლის გამოყენების უფლებას დაუტოვებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედს იტოვებს, რომ ამგვარი ზომების მიღებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავს შეიკავებს, ვინაიდან მსგავსი აკრძალვა არ შედის არც სასამართლოების და, რაც მთავარია, არც საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია მართლმსაჯულების აღსრულების პროცესზე მისთვის სანდო მედიასაშუალების დახმარებით" - ნათქვამია განცხადებაში.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)