22:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-02 16:52:41, 2739 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს

ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდოეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს გრძელვადიანი ნავთობის კონტრაქტებია. შესყიდვის შეწყვეტა ერთ ღამეში ასე მარტივად არ ხდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, გასულ ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინდოეთს რუსული იარაღისა და ნავთობის შეძენის გამო 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა.

„მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისგან შეისყიდეს და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს - ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

მოგვიანებით, სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აცნობეს, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics