00:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-29 11:32:48, 607 ნახვა

მსოფლიო
დღეს, კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

29 და 30 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთს ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 29 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, შემდეგ კი ქალაქ ეღეგნაძორში სომხეთში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინას ეწვევა.

მომდევნო დღეს, 30 ივნისს, კალასი ჯერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანს, რასაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყვება.

ამის შემდეგ კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics