09:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 11:43:39, 1007 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობაზე - ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკვლის ფაქტს ეხმაურება.

ჰერცოგი აცხადებს, რომ განადგურებულია ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობით.

„ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება. ჩვენი გულები დაღუპულთა ახლობლებთან არის.

ამერიკა და ისრაელი გაერთიანებული იდგებიან ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. ტერორი და სიძულვილი ვერ გაგვტეხს“, - აღნიშნავს ჰერცოგი.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.

აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics