18:22 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 12:36:58, 984 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი - გავანადგურეთ 59 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით, 23 მარტის ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. 

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის მტკიცებით, დრონების შეტევის გამო როსტოვის ოლქის გზატკეცილზე მანქანა დაიწვა, ხოლო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის Telegram არხზე ავრცელებს.

რუსეთის მტკიცებით, "თითქმის ყველა დრონი" ჩამოაგდეს, 29 როსტოვის, ხოლო 20 ასტრახანის ოლქების თავზე. კიდევ სამ-სამი დრონი განადგურებულია ვორონეჟისა და ვოლგოგრადის ოლქებში, ხოლო თითო დრონი კურსკისა და სარატოვის თავზე.

რუსეთის მტკიცებით კიდევ ორი დრონი დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics