|
2025-03-21 14:26:53, 451 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი განათლებისთვის - შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - ეს ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივებია, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის: უკვე 5 წელზე მეტია, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებისთვის განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა შორისაა: საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა STEM მიმართულებით (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით შექმნილი პროექტი შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს:
რაც მთავარია, კურსი ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. სასკოლო ოლიმპიადები საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად არაერთ სასკოლო ოლიმპიადას ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის არის:
ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს. საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონის 24 სკოლის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკმა რეგიონის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკები გახსნა, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას ქმნის. ყოველი ბიბლიოთეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით. საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე. შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის: საქართველოს ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - პროექტი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. საქართველოს ბანკმა უკვე გამოავლინა 165-ზე მეტი სტიპენდიატი. UniGrant სტუდენტებისთვის - საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად. სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში - საქართველოს ბანკი CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად 50-ზე მეტი ახალგაზრდა გაემგზავრა. საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)