13:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 21:02:18, 696 ნახვა

სამართალი
სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ აპრილს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ანასტასია ზინოვკინამ სასამართლო პროცესზე პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მუქარაზე ისაუბრა. ზინოვკინამ მოსამართლისგან მოითხოვა, ამოიღონ ყველა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, მუქარას დაადასტურებს, დაერთოს საქმეს და გადაეცეს რუსეთის საელჩოს.

ამავე საქმეზე დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინას მეუღლემ, არტემ გრიბულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული, რასაც მას ედავებიან, არ ჩაუდენია.

„ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოდანაშაულში გვედავებიან. არის ჯგუფური დანაშაული, თუმცა ეს დანაშაულია პოლიციელების მხრიდან. მათ პოლიტიკური მოტივით მოგვიგდეს ნარკოტიკი. არ გვაძლევენ ვიდეოჩანაწერებს, აშინებენ მოწმეებს“, – განაცხადა არტემ გრიბულმა.

პროცესზე დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. შემდეგი სხდომა პირველ აპრილს გაიმართება და ბრალდების მხარე საკუთარი მოწმეების გამოკითხვას დაიწყებს.

რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათი საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში 2024 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან. მუხლი, რომელიც ბრალად აქვთ წარდგენილი, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარის განცხადებით, ანასტასია ზინიოვკინა რუსეთში ანტისამთავრობო აქციებში 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და იდევნებოდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ, არტემ გრიბული კი აიტი სფეროში მუშაობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics