11:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 10:30:35, 602 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რასაც დღეს აშშ ლაპარაკობს, ძალიან სიამოვნებს პუტინს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა უკრაინის შესახებ აშშ-ის ოფიციალური პირების ზოგიერთი განცხადება, რომელიც მისი შეფასებით, მიმართულია პუტინის საამებლად.

გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, რომელიც უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების დაბრუნებას არარეალურად მიიჩნევს, დეტალებს უნდა ჩაუღრმავდეს და ამისთვის დრო სჭირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ გაიმეორა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პრობლემა ის არის, რომ რასაც დღეს აშშ ლაპარაკობს, ძალიან სიამოვნებს პუტინს. ზელენსკის შეფასებით, ვაშინგტონი ცდილობს პუტინს ასიამოვნოს, რათა შეხვედრა შედგეს და წარმატებას სწრაფად მიაღწიოს, მაგრამ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა წარმატება ვერ იქნება.

უკრაინა უსაფრთხოების ძლიერ და საიმედო გარანტიებს მოითხოვს. იგივეს მოითხოვს ევროპის არაერთი სახელმწიფოც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics