11:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 23:00:42, 884 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპა უკრაინაში მოსკოვის შესაკავებლად 30 000-მდე ჯარისკაცის განლაგებას განიხილავს - Washington Post

ევროპა უკრაინაში, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 30 000-მდე ჯარისკაცის განლაგების შესაძლებლობას განიხილავს, წერს გავლენიანი ამერიკული გაზეთი  Washington Post -ი 

ამის შესახებ გამოცემას ევროპელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს და კომენტარი გააკეთეს იმ კითხვების შედეგებზე რომლებიც აშშ-მ გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს. ბოლო დისკუსიების თანახმად, ევროპას შეუძლია განათავსოს რამდენიმე ბრიგადა 25,000-დან 30,000-მდე ჯარისკაცით, რათა იმოქმედონ როგორც „დამშვიდების“ ან „შემაკავებელი“ ძალები, თუ რუსული ჯარები განაახლებს ბრძოლას. ამავდროულად, სამხედროები არ იქნებიან კონტაქტის ხაზზე, მაგრამ შეძლებენ სწრაფად გაზარდონ თავიანთი ძალები უკრაინის ფარგლებს გარეთ.

WP-ის ცნობით, საფრანგეთი მზად არის უკრაინაში 10 ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა სტარმერმა პირობა დადო, რომ გამოგზავნის ჯარებს "საჭიროების შემთხვევაში", რაც უნდა აიძულოს სხვა ევროპელი ლიდერები დადონ მსგავსი დაპირებები. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, დისკუსიაში სულ მცირე ათეული ქვეყანაა ჩართული, მათ შორის პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ასევე სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები აღდგომამდე, 20 აპრილამდე დასრულდეს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics