18:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 09:16:10, 564 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუკაშენკო - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს

ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთხოვია ბელარუსისთვის ჯარების გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართვად.

"მე ვიცი ვლადიმერ პუტინის ხასიათი და ის არასდროს ეცდება, დაარწმუნოს სხვა ქვეყანა, რომ თავისი სამხედროები ჩარიოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სპეციალურ ოპერაციაში. ეს იქნება ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციისკენ, თუ ხაზზე იქნებიან რომელიმე ქვეყნის სამხედროები, თუნდაც ბელარუსიის. თუნდაც ჩვენ რომ ჩავერთოთ ომში, ეს იქნება გზა ესკალაციისკენ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ, ანგლო-საქსები მომენტალურად იტყვით, რომ სხვა ქვეყანა ჩაერთო და ნატოს ჯარები უკრაინაში განლაგდებიან",- აღნიშნა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics