2024-10-11 14:12:44, 451 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 66 „შაჰიდიდან“ 29 ჩამოვაგდეთ
რუსეთმა უკრაინას 2 რაკეტით და 66 დრონით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, 29 დრონი ჩამოაგდეს, 31 დრონი ლოკალურად დაიკარგა, ხოლო 4 დრონი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეშია.
"ისკანდერ-М"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა რუსეთმა უკრაინას ანექსირებული ყირიმიდან ესროლა, ხოლო მართვადი საავიაციო რაკეტა Х-31-მა კი შავი ზღვის აკვატორიის საჰაერო სივრციდან შეუტია.
დრონები კურსკის რეგიონიდან იქნა გაშვებული.
საჰაერო შეტევა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,