2024-09-12 10:04:27, 598 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
შავ ზღვაში ოპერაციის დროს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა რუსული Су-30СМ-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო თვითმფრინავებთან კონტაქტი 11 სექტემბერს, დილის 5 საათზე დაკარგეს, დაახლოებით, 3 საათის შემდეგ რუსებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია An-26-ის თვითმფრინავით, ასევე Mi-8-ისა და Ka-27-ის ვერტმფრენებით დაიწყეს.
"თვითმფრინავი ეკუთვნოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს, რომელიც დაფუძნებულია დროებით ოკუპირებულ ყირიმში ქალაქ საკის აეროდრომზე", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თვითმფრინავის ღირებულება, დაახლოებით, 50$ მილიონია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,