2024-09-10 11:29:27, 582 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ოკუპანტების მიერ გაშვებული 46 „შაჰიდიდან" 38 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს, უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 46 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 38 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთმა უკრაინას "ისკანდერ-მ"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და Kh-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტით შეუტია.
3 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, 3-მა დრონმა კი უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა.
"თავდაცვის სისტემა მუშაობდა ვინიცის, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავის რეგიონებში", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,