2024-09-06 13:56:00, 461 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა კურსკში 1 300 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს, რუსეთმა 6 000 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინა კურსკში 1 300 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს, რუსეთმა 6 000 ჯარისკაცი დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" შეხვედრაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დღეს კურსკის ოპერაციის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა.
"დღეს კურსკის ოპერაციის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა. ეს საზღვრისპირა ტერიტორიაა, რომლიდანაც პუტინი ომის გაფართოებას ცდილობდა. ის სუმის ოლქზე თავდასხმას აპირებდა. ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში 1 300 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს, სადაც 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტია. რუსეთის ჯარმა, დაახლოებით, 6 000 ჯარისკაცი დაკარგა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,