12:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 11:23:54, 804 ნახვა

რეგიონი
კასპში, სოფელ თოგოიანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანში 1 075 გრძივი მეტრი მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, გზის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი მიდელაშვილი ადგილზე გაეცნენ.

„მშენებლი შპს „ჩაგელა“ ამჟამად ტრასის აღდგენის, დამაგრების და კიუვეტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ხელმძღვანელი პირები მშენებელს და ადგილობრივ მოსახლეობას გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 627 000 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics