12:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 17:43:48, 717 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, "მუნიციპალური ფორუმი 2023" აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები იღებდნენ.

"ფორუმის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება. პანელური დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics