12:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 17:00:47, 1101 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, შეხვედრას ომარ ტაკიძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი გიორგი მურადიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"შეხვედრაზე განიხილეს ასევე, ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, ისაუბრეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა, თავის მხრივ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს თავიანთი მოსაზრებები და ინიციატივები გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში წარჩინებულ სტუდენტებს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია გადაეცათ. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა შუახევის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ზე-კართან"“ და გოგონათა ბენდი "117",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics