13:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 17:52:15, 947 ნახვა

კომენტარი
გივი თარგამაძის შეფასებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პროკურატურის ვერსია დამაჯერებელი არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძეს შეფასებით,  პროკურატურის ვერსია, იური ვაზაგაშვილის  მკვლელობასთან დაკავშირებით, დამაჯერებელი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე რთულია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივით მოქმედებდა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოქმედი პოლიციელი.

„მიუხედავად მისი მზადყოფნისა, რომ ჟურნალისტების ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, მან მთავარ კითხვას, მოტივთან დაკავშირებით,  არ უპასუხა. აქედან გამომდინარე, ძნელია მსჯელობა იმაზე, მოქმედ პოლიციელს რა მოტივი ქონდა და რა მიზნები ამოძრავებდა იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული ჩაედინა. ამ ხელისუფლებას სახელი საკმარისად აქვს გატეხილი იმისთვის, რომ ასე მოწოდებული ვერსია, დასაბუთების გარეშე, დამაჯერებელი იყოს“, – აღნიშნა თარგამაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics