2022-10-27 12:01:01, 1659 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-ს გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-ს გადასცა.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, დღემდე მუნიციპალიტეტს 2 მაღალი გამავლობის ნარჩენმზიდი ემსახურებოდა, რაც არ იყო საკმარისი და მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
„არსებული ნარჩენმზიდები სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში გადაინაცვლებს. წლის ბოლომდე დამატებით შევიძენთ 200 ერთეულ გალვანიზირებულ ნარჩენის ურნებს, შედეგად მოსახლეობის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, რომელიც გართულებული განსაკუთრებით ზაფხულის თვეებშია.“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),