14:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 17:10:14, 2280 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით დაფინანსება 2023 წელს გაორმაგდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტის დაფინანსება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებების განხილვისას აღნიშნა, რომ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება 40%-ით და შეადგენს 25 500 000 ლარს. შესაბამისად, გაძლიერდება ხელოვანების მხარდამჭერი პროგრამები; მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში; გაორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის დაფინანსება.

„იზრდება კულტურის სფეროს და კულტურის შესაბამისი მუშაკების და პროგრამების დაფინანსება. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის, შენახვის და რეაბილიტაციის მიზნით გაორმაგდება ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამები განხორციელდება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2023 წელს აჭარაში სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე, იზრდება მასობრივი სპორტის დაფინანსება; იზრდება ფედერაციების დაფინანსებაც.

„იზრდება დაფინანსება სპორტის მიმართულებით. თითოეულ ფედერაციაზე  დაფინანსება გაიზარდა 10  ათას ლარზე მეტით. ასევე გაიზრდება შესაბამისი მხარდაჭერა  პრიზიორების, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების და მათ ერთჯერად პრიზებთან ერთად  დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics