22:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-19 14:44:22, 1018 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს თავდაცვის რეფორმებს და აყალიბებს თანამედროვე, ნატოსთან თავსებად თავდაცვის ძალებს. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია. 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სწავლებებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრები მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 

ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც მიუნხენში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics