11:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 13:13:12, 1699 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარით, „ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით“.

კობახიძის თქმით, გახარიას სოლიდარობა სხვა კანდიდატებმაც, მათ შორის, მელიამაც გამოუცხადა, როდესაც დაინახეს, რომ „ის ამ თემაში გაჭედილი იყო“.

„როდესაც გიორგი გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, რითიც პრაქტიკულად, ხელი მოწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შედეგად, გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტა, მათ შორის, ნიკა მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მას მელიამ, სხვა კანდიდატებმა, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია ამ თემაში გაჭედილი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და თვითმმართველობის არჩევნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოუწოდა მის ოპონენტებს, რომ ნარკოტესტი ჩაეტარებინათ. თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საქართველოში ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი თქვა და აღნიშნულისთვის ევროპაში გაემგზავრა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics