12:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 15:09:05, 2004 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის შეხვდნენ.   - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.

თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანს ეროვნული გვარდიის უფროსმა უმასპინძლა.

„ ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას პრეზენტაციის სახით წარედგინა ინფორმაცია ეროვნული გვარდიის შესახებ. საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის რეზერვის, მობილიზაციისა და რეკრუტირების სისტემის განვითარების საკითხებს, ასევე ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრის ბოლოს გენერლებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics