22:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 18:09:38, 1251 ნახვა

კომენტარი
იან კელი - მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს შეკრების უფლება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი თბილისში განვითარებულ დღევანდელ მოვლენებს „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“, - წერს იან კელი.

ამასთან, იან კელი საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებას მკაცრს უწოდებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics