00:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 14:33:05, 942 ნახვა

სამხედრო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

„მინდა, ჩვენი გუნდის სახელით დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეგიქმნათ ყველა შესაბამისი პირობა იმისათვის, რომ სამშობლოს ღირსეულად ემსახუროთ,“ – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა წვევამდელებს, რომლებიც დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს რიგებს შეუერთდნენ. რატი ბრეგაძემ ახალწვეულებთან ერთად სამხედრო ფიცის დადება მათ მშობლებსაც მიულოცა და აღნიშნა, რომ თავადაც წილად ხვდა, იყოს სამხედრო მოსამსახურის მამა.

ფიცის დადების ცერემონიას იუსტიციის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი დაესწრო, რაც, თავის მხრივ, უპრეცედენტო შემთხვევაა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მოინახულონ სამხედრო ბაზები, გაეცნონ ჯარისკაცების მომზადების ტაქტიკას და, ასევე, მიიღონ ინფორმაცია თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამების შესახებ.

მინისტრმა განმარტა, რომ მომავალი თვიდან გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ყოველთვიური სარგო გაეზრდებათ.

ფიცის დადების ცერემონიაზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ფიცის დადების ცერემონია რუსთავში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. სამხედრო ფიცი დღეს 18-მა წვევამდელმა დადო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics