23:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 17:56:24, 787 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი: ჯარის უწყვეტი და ხარისხიანი მომარაგების მიზნით, მნიშვნელოვანია სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმით უზრუნველყოფა

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა  ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების გარდა, სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს  შპს „დელტა ტექსტილის“ დაფუძნების, მისი საქმიანობისა და  გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და  აღნიშნა, რომ კომპანია პანდემიისა თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უნიფორმითა  და  ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს:

„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი პროდუქცია და წლის ბოლომდე კიდევ მივიღებთ ჯარისკაცებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ნაწარმს, როგორიცაა კომუფლირებული უნიფორმები, მაისურები, სპორტული ტანსაცმელი და ტექსტილის სხვადასხვა სახეობა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics