2021-04-27 13:12:40, 726 ნახვა
კომენტარი
ლადო კახაძე - მე არ ვიცი პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს, ეს ვიცი
მე არ ვიცი, პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დასდევს თითოეულ ჩვენგანს, ეს ვიცი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ლადო კახაძემ მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„მე არ ვიცი, პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დასდევს თითოეულ ჩვენგანს, ეს ვიცი. გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს ნიღაბი გაიკეთეთ, პატივი ეცით გარე სამყაროს, გონიერი ნაბიჯი გადადგით აიცერით და თქვენ ყველა პირობას შექმნით იმისათვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში იღვაწოთ. თქვენც კარგი სტუმარი იყოთ და კარგი მასპინძელი შემოსული სტუმრებისთვის“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან