2015-10-05 10:33:44, 572 ნახვა
სამართალი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი თემის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული, მერაბ საცერაძე დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 აშშ დოლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან