2015-10-01 14:27:47, 735 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ დღეს "რუსთავი 2" დახურა
"ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა", - წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
გვარამია გამოეხმარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც "რუსთავი 2"-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიების დახურვის გადაწყვეტილება მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე მიიღო.
"3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა.
შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე", - წერს ნიკა გვარამია, რომელმაც პრესკონფერენციამდე "ექსპრესნიუსთან" კომენტარი არ გააკეთა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან