2020-07-31 11:18:40, 18890 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 5 იმპორტირებულია, 1 მედპერსონალია, 1 გაჩიანიდანაა, 1 კი, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, 5 იმპორტირებულია, 1 სოფელ გაჩიანს უკავშირდება, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და ერთი სამედიცინო პერსონალია.
აღნიშნულის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„8 დადასტურებული შემთხვევიდან, 5 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 გაჩიანის წყაროა, კიდევ ერთი შემთხვევა არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან