01:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-06 15:51:00, 681 ნახვა

სამართალი
შსს–მ ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული აგილ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით,  დაკავებულმა ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ უსალ გ-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აგირ ქ. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ფონიჭალაში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics