2020-07-24 11:18:53, 18676 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევიდან, 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია და სამის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდანაა, 2 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო უცნობია.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.
„19 ახალი შემთხვევიდან 8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გხლვთ გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთ-ერთი აქედან არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,